ტურისტული კომპანია Freshtour

2011-12-01

ტურისტული კომპანია Freshtour–ი შეიქმნა 2009 წლის ზაფხულში.კომპანია საქმიანობს ტურიზმის სფეროში მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გამოცდილების საფუძველზე.

კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოსა და კერძოდ აჭარის პოპულარიზაცია.ის გეგმავს ბევრ საინტერესო პროექტებს  ტურიზმთან დაკავშირებით. Freshtour–ი წარმოადგენს საიმედო პარტნიორს ტურიზმის სფეროში, მან მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა არაერთ სახელმწიფო და კერძო ტენდერში. შეიძინა სერიოზული გამოცდილება ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა:

• ქვეყნის შიდა და გარე ტურები;
• ზამთრის და ზაფხულის ტურები;
• ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანმიზება;
• საკომფერენციო დარბაზების დაჯავშნა და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
• ნომრების დაჯავშნა და  განთავსება სასტუმროებში, საოჯახო სასტუმროებში, გესტ-ჰაუსებში და ბინებში;
• სპორტული ტურები;
• საჰაერო და სარკინიგზო ბილეთების დაჯავშნა და ტრანსპორტის ნებისმიერი ტიპით მომსახურება;
• სათევზაო და სანადირო ტურები;

ჩვენი სერვისები ყურადღებით არის დაგეგმილი, და ჩვენი პროფესიული გუნდი მზად არის ყველა თქვენი მოთხოვნისა თუ შეკვეთის შესასრულებლად.კომპანია აპირებს მჭიდრო კავშირი დაამყაროს თავის მომხმარებელთან და შესთავაზოს ყველა ის სერვისი,რომლითაც ის ასე ამაყობს.

პატივისცემით,
კომპანია Freshtour

შემთხვევითი სურათი