ახალი წელი ბაკურიანში

2011-12-05

მათთვის ვისაც სურს დასვენება, ახლის შეცნობა, ვისთვისაც არდადეგებისა თუ უქმეების აქტიურად გატარება ცხოვრების წესია, ან მათთვის ვისაც ჯერ არსად არ უმოგზაურია და ახლა ეძებს შესაფერის ტურს – კომპანია “FRESH TOUR” თავისი მრავალფეროვანი, განსხვავებული და კარგად ორგანიზებული ტურებით კერძოდ  ბაკურიანში გთავაზობთ 5, 7 და 10 დღიან ტურს ზღაპრულ ადგილას, სადაც შეგიძლიათ გაატაროთ საშობაო და საახალწლო დღესასაულები,თოვლიან სამთო კურორტზე, გარანტირებულად თოვლიანი შობა და ახალი წელი. ბაკურიანი–ბორჯომის რაიონში მდებარეობს და საქართველოში პოპულარულ სამთო კურორტს წარმოადგენს. ის თრიალეთის მთის ჩრდილო ფერდობზე  ზღვის დონიდან 1 770 მ.მდებარეობს, ბორჯომიდან 30კმ-ის დაშორებით ე.წ. ბორჯომის ქვაბულში.ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს“მზიურ ველს“ უწოდებს.

ბოლო პერიოდში ბაკურიანში იმატა როგორც საოჯახო  ასევე თანამედროვე  ტიპის სასტუმროების რიცხვმა,რომლებიც გთავაზობთ ნომრის საფასურში 3–ჯერად კვებას,აგრეთვე თხილამურების უახლესს  აღჭურვილობას.                                                                             
ბაკურიანში საშუალება გეძლევათ დატკბეთ ბუნების ზამთრის განუმეორებელი პეიზაჟებით ასევე  შეხვდეთ ახალ წელს ჩვენს მიერ ორგანიზებულ საღამოზე რომელიც დაუვიწყარი იქნება როგორც თვენთვის ასევე თქვენი ოჯახის წევრებისათვის.ახალი წლის საღამოს თქვენს გართობას შეეცდება სპეციალურად მოწვეული მომღერლები და მოცეკვავეები საზეიმო პროგრამით.
კომპნია “FRESHTOUR”–ი ექსკლუზიურად  გთავაზობთ ერთ–ერთ კეთილმოწყობილ სასტურმო  „რიწა“ –ს  რომელიც მზად იქნება გემსახუროთ 24 საათის განმავლობაში.

სასტუმრო აღჭურვილია:                                                                          
კაფე, საბილიარდე, საკონფერენციო დარბაზი, თხილამურების შესანახი ოთახი, ღია ტერასა, საბავშვო ოთახი, ლობი,ფოიე ყველა სართულზე
ტურისღირებულებაშიშედის:

  1. სასტუმრო მომსახურება
  2. რესტორანი (3–ჯერადი კვებით)
  3. ინტერნეტი
  4. ტრანსფერი
  5. სადაზღვევო პოლისი
  6. საახალწლო პროგრამა

 

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს!!!

შემთხვევითი სურათი