საქართველო

საქართველოს შესახებ მრავალი რამ თქმულა და დაწერილა. ათასჯერ წაკითხულს და გაგონილს ერთხელ ნანახია სჯობია. რატომ უნდა ეწვიოთ საქათველოს? რას ნახავთ აქ? და მრავალი სხვა კითხვა რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ პირელ ვიზიტამდე შეუძლებელია უკეთესად მოათავსო რამოდენიმე წინადადებაში, ვიდრე ეს ერთ–ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა დაწერა საქართველოდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ: „ეს არის ქვეყანა სადაც სჯერათ ზღაპრების. აქ ცხოვრობენ და ქმნიან მანამ, სანამ ეს ზღაპრები ცხადად არ იქმნება, ხოლო შემდეგ იგონებენ ახალ ზღაპრებს და აგრძელებენ ცხოვრებას მათი გაცოცხლებისათვის...“

საქართველო სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა და თავლწარმტაცი ქვეყანაა,. ის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, სამხრეთით მას თურქეთი, ხოლო ჩრილოეთით რუსეთი ესაზღვრება.საქართველოს უძველესი და საამაყო ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აქვს, რომელიც 2500 წელზე მეტით თარიღდება, რაც ქართველებს დიდი სიამაყისა და ღისების განცდით აღავსებს. საქართველო მსოფლიოში მეორე უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. მას საკუთარი დამწერლობა და ენა გააჩნია და თავს იწონებს მდიდარი მემკვიდრეობით, რაც ასახულია ხელოვნებაში და გამოიხატება ღრმა ოჯახური ფესვებით, სტუმართმოყვარეობით, განსაკუთრებული კულინარიისა და მეღვინეობის ტრადიციებით. ქართველები სახელგანთქმულნი არიან თავიანთი სტუმართ-მასპინძლობითა და ხალხური ცეკვებით.

საქართველო თავისი პატარა ტერიტორიის მიუხედავად, დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ფლორით. ყოველივე ეს განსაზღვრა ქვეყნის გეოგრაფიულმა და კლიმატურმა ზონებმა, რაც აისახება განსხვავებული ჯიშის მცენარეულობის არსებობაში. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ფლორა, საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. აღმოსავლეთ საქართველოს არაწიწვოვან ზონებში არის მშრალი და ნახევრად მშრალი ჰავა, რის გამოც გამწვანება და მცენარეულობა ნაკლებად შეიმჩნევა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, თავისი ნოტიო ჰავის გამო იგი ხშირი ტყეებით გამოირჩევა. საქართველოს ფაუნა შერწყმულია ევროპული, ცენტრალური აზიის და აფრიკის ფაუნის ელემენტებთან. საქართველოში არსებობს ძუძუმწოვართა ასობით სახეობა, აგრეთვე 330 სახის ფრინველი, 48 რეპტილია, 11 ამფიბია და 160 თევზის სახეობა. საქართველო მდებარეობს ორი კონტინენტის, ევროპისა და აზიის საზღვარზე. როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური კულტურა აისახა ქართული ცივილიზაციის შექმნასა და ჩამოყალიბებაში.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში – სადაც ზღაპრები ცხადად იქცევა!

შემთხვევითი სურათი