სასტუმრო შერატონი

ბათუმის შერატონი შავი ზღვის რეგიონში პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. ის ბათუმის ცენტრში მდებარეობს, ბათუმის აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე. სასტუმროდან ბათუმის ისტორიულ ცენტრამდე 5 - 10 წუთის გზაა. სასტუმრო შერატონში 202 ნომერია, სუიტი და პენთჰაუსი. საქართველოში სასტუმრო შერატონი ყველაზე მაღალი შენობაა,მისი სიმაღლე 114,8 მეტრია.
სასტუმრო აღჭურვილია: საუნა, საშრობი,  არაჩვეულებრივი თურქული აბანო და მასაჟის კაბინეტები, ფიტნესს ცენტრი, საკონფერენციო დარბაზები, ორი რესტორანი, სამი კაფე–ბარი, გამაჯანსაღებელი სპა–ცენტრები, დახურული და ღია აუზი, ინტერნეტი, ბიზნეს ცენტრი.
ნომრების რაოდენობა: 202
სუიტი
პენთჰაუსი
ყველა ოთახი და სუიტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით და საგანგებოდ შერატონისათვის შექმნილი სვით-სლიფერ საწოლებით.

კოორდინატები: /

← უკან | ყველა სასტუმრო →