მტირალას პარკი

გაატარეთ დაუვიწყარი დღე მტირალას ეროვნულ პარკში. ტური იწყება კომპანია FRESHTOUR-ის 18 კაციანი კომფორტული მინი ბუსით ქ. ბათუმიდან. ტურის პირველი გაჩერებაა "თაფლის სახლი" ჩაქვში. აქ საშუალება გაქვთ უფასოდ დააგემოვნოთ ხოლო სურვილის შემთხვევაში შეიძინოთ კიდეც სხვადასხვა არომატის ნატურალური თაფლი, კენკროვნებისა და შავი ქართული ჩაი. ტურის საბოლოო გაჩერებაა მტირალას მთა "ვიზიტორთა ცენტრი". განუმეორებელი ბუნება, მდინარის ხეობა და სასიამოვნო სიგრილე საშუალებას გაძლევთ თავი მოარიდოთ ქალაქის სიცხეებს. თქვენს განკარგულებაშია სალაშქრო ბილიკები, ცხენით გასეირნება, სპორტული თევზაობა. ადგილზე არსებული საოჯახო რესტორანი კარგი საშუალებაა დააგემოვნოთ აჭარული კერძები და განუმეორებელი თაფლის არაყი. ტურის ღირებულება მორგებული იქნება თქვენს მოთხოვნებს. დაგვიკავშირდით დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

კოორდინატები: 41.679619/41.861955

← უკან | ყველა ტური →