დასვენება დუბაიში

ოდესღაც ქალაქი დუბაი მხოლოდ ადგილი იყო, რომელიც ცნობილი იყო მარგალიტის მოპოვებით. ახლა ცნობილია, როგორც სავაჭრო ცენტრი აღმოსავლეთში, შესანიშნავი კურორტი ულამაზესი სანაპიროებით, სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანის გამდინარე წყლებით. დუბაის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოს თანამედროვე სასწაულები: ესენია ყველაზე დიდი აკვარიუმი მსოფლიოში, ერთ–ერთი უმსხვილესი დახურული სათხილამურო კურორტი, ასე რომ, დუბაის არჩევისას,თქვენ შეძლებთ ერთდროულად მიეფიცხოთ მზეს, ასევე გამოსცადოთ საკუთარი თავი თხილამურებზე.ამას გარდა  არაბეთის მეგაპოლისში არის ბევრი სანახაობები რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ,რაც თქვენ იქ ყოფნას  მრავალფეროვნებას შეჰმატებს. ეს არის ქალაქი, სადაც შეიძლება დაისვენო ეგზოტიკური პალმის ქვეშ, ოქროს ქვიშაზე და ამავდროულად  შეხვდე  ახალ წელს, სადაც დღესასწაული აღინიშნება დიდი მხირალულებითა და სიამოვნებით. როგორც კი ფეხს დადგამთ შესანიშნავ ქალაქში, თქვენ მთლიანად გაოგნებული დარჩებით დუბაის ტრანსფორმაციით. ქალაქი მთლიანად ირთვება საახალწლო, საშობაო, სადღესასწაულო დეკორაციებით. პირველი, რაც თვალშისაცემია არის მოდურად გაფორმებული სავაჭრო ცენტრები  და საშობაო ირმები, რომელებიც ასოცირებულია შობასთან და გულგრილად ნამდვილად არ დაგტოვებთ.სხვა დანარჩენის მსგავსად სასტუმროებიც და რესტორნებიც მზად არიან იზრუნონ თქვენს საახალწლო განწყობაზე უგემრიელესი საშობაო კერძებითა და კაშკაშა დეკორაციებით. ეწვიეთ დუბაის და შეხვდით ახალ წელს ახლო აღმოსავლეთის ეგზოტიკურ დედაქალაქში.

მრავალფეროვნებისათვის ტურის მსვლელობისას შეგიძლიათ ისიამოვნოთ სხვა დამატებითი ტურებით:

ისიამოვნეთ ამაღელვებელი წყლის პარკით დუბაიში,რომელიც ერთ–ერთ უმსხვილეს ობიექტად ითვლება რეგიონში. გარდა უჩვეულო არქიტექტურისა პარკი გთავაზობთ სხვადასხვა გასართობ პროგრამებს და სპეციალურ ღონისძიებებს როგორც უფროსებისთვის ასევე პატარებისთვის – 52$

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა რომელიც საშუალებას მოგცემთ  გაეცნოთ დუბაის ეგზოტიკურ მემკვიდრეობას. კოშკი 124 სართულიანია. ის გარშემოტყმულია სასტუმროებით,სავაჭრო პუნქტებით და გასართობი ცენტრებით – 48$.

იმოგზაურეთ დუბაის გარშემო ექსტრემალური მანქანებით, რაც საშუალებას მოგცემთ ნახოთ დუბაის ულამაზესი ხედები და კლდოვანი მთის გადასასვლელები – 105$.

დაათვალიერეთ მსოფლიოს უდიდესი აკვარიუმი, პლანეტის 85 სახეობის 33000 წყალქვეშა ბინადარით – 90$.

ექსკურსიების ფართო არჩევანი დიდ ქალაქებში, აქლემებითა და არაბული  ნავით გასეირნება შთაბეჭდილებების გარეშე ნამდვილად არ დაგტოვებთ.

კოორდინატები: 25.261619/55.298138

← უკან | ყველა ტური →