ღვინის ტური ქედაში

აჭარა, მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს. კერძოდ ქედის რაიონი, რომელიც მევენახეობის ისტორიულ კერადაა მიჩნეული. ქედის რაიონი მდიდარია ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებით, აღსანიშნავია ზენდიდის, კავიანის ,ცივასულას ციხეები, დანდალოსა და მახუნცეთის თაღოვანი ხიდები, ძენწმანის საწნახელი. 2011 წლიდან კი რაიონს შეემატა აჭარული ღვინის სახლი, ღვინის მინი-საწარმო, რომელშიც უნიკალური ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო, ჩხავერი ჩამოისხმება.

ღვინის ტური ქედის რაიონში საშუალებას გაძლევთ დააგემოვნოთ მათ მიერ შემოთავაზებული ღვინო, გაეცნოთ ადგილობრივი მაცხოვრებლების ყოფას,  სამზარეულოს და ხალხურ შემოქმედებას, დაათვალიეროთ ვენახები და მონაწილეობა მიიღოთ რთველში, ისიამოვნოთ გემრიელი ღვინითა და ადგილობრივი მაცხოვრებლების სტუმარმასპინძლობით.

ტური გთავაზობთ დაათვლიეროთ, როგორც, ისტორიული ძეგლები,ხიდები,ციხეები ასევე დააგემოვნოთ ტრადიციული აჭარული სამზარეულო და მიიღოთ მონაწილეობა ღვინის დაწურვაში.

ტურის ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება
კვება
საოჯახო სასტუმრო
გიდი

კოორდინატები: /

← უკან | ყველა ტური →