გასართობი ტური ბათუმში

გთავაზობთ ინოვაციურ ტურს აჭარაში,რომელიც აერთიანებს სახმელეთო და საზღვაო თავგადასავლებს. ტური იწყება საზღვაო გასეირნებით, ულამაზესი იახტით შავ ზღვაზე,რომლის შემდეგაც გადავინაცვლებთ ბათუმის დელფინარიუმში,რომელიც „6 მაისი“–ს პარკის მშვენებად ითვლება.ის წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის შენობას და ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს. დაუვიწყარი და ხალისიანი დღის შემდეგ საღამო გააგრძელდება  გასართობ პარკში „ციცინათრელა–ში“,სადაც 40 სხვადასხვა ატრაქციონი და ბოულინგის დარბაზია გაერთიანებული.

ინოვაციური, ამაღელვებელი, გასართობი და დაუვიწყარი ტური მთელი დღის განმავლობაში კომპანია “FRESHTOUR“–თან ერთად.

კოორდინატები: /

← უკან | ყველა ტური →